მყუდრო და პატარა ქალაქი თელავი დღესდღეობით კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს, თუმცა, იყო დრო როდესაც მას ქართველი მეფეები სატახტო ქალაქად იყენებდნენ, ხოლო კიდევ უფრო ადრეულ პერიოდში იგი ერთ-ერთ საკვანძო ქალაქად ითვლებოდა აბრეშუმის გზაზე, სადაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ქარავნები ჩერდებოდნენ. თელავის ისტორიული მნიშვნელობა არ შენელებულა არც XVIII – XIX საუკუნეებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედი სწორედ ამ ქლაქში წყდებოდა.
70-იანი წლების ბოლოს რეჟისორმა გიორგი დანელიამ თელავში გადაიღო ყველასათვის საყვარელი და მაღალი რეიტინგის მქონე ფილმი „მიმინო“.
პასუხი მარტივია - დააგემოვნეთ ადგილობრივი ღვინო! თელავის რაიონი განთქმულია ვენახებით და ღვინის მრავალფეროვნებით. მუკუზანი, საფერავი, ახაშენი, ქინძმარაული, წინანდალი, ტიბაანი - ეს არ არის სრული სიაა იმ ღვინოებისა, რომლის დაგემოვნებაც თელავში შეგიძლიათ. კლასიკური თუ ტრადიციული - არჩევანი თავად შეგიძლიათ გააკეთოთ!
ღვინის ქარხნებისა და მარნების უმეტესობა სწორედ თელავისა და გურჯაანის რაიონში მდებარეობს. ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები განაპირობებს უმაღლესი ხარისხის ყურძნის მოსავლის მიღებას და საუკეთესო ღვინის წარმოებას!
სწორედ თელავში მოგიყვებიან ყველაზე მეტს ქვევრის ღვინის წარმოების მეთოდზე, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამატერიალურ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული.
წინანდლის მამული არის ადგილი სადაც დაიბადა კლასიკური ქართული მეღვინეობა. ალექსანდრე ჭავჭავაძე ერთის მხრივ აგრძელებდა მეღვინეობის რვაათასწლოვან ტრადიციას, მეორეს მხრივ კი სწორედ მან დანერგა თანამედროვე მიდგომა და წარმოების ევროპული სტადარტები. შედეგად მან მიიღო თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“, რომელიც დღემდე იწარმოება წინანდლის ღვინის ქარხანაში.
კახეთში სტუმრობა, მისი მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის წყალობით, წელიწადის ნებისმიერ დროს დაუვიწყარია, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი რა თქმა უნდა შემოდგომაა. რთველი უძველესი დროიდან დღემდე ერთგვარ დღესასწაულად მიიჩნევა და მისთვის მზადება ბევრად ადრე იწყება ვიდრე ყურძნის კრეფის პროცესი. ამ ტრადიციაში ჩართულია ოჯახის ყველა თაობა, ისევე როგორც ნათესავები და მეგობრები.
კახეთის რეგიონი მდიდარია ტურისტული ობიექტებით, რეზორტებითა და უმაღლესი კატეგორიის სასტუმროებით, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ როგორც უცხოელ, ისე ქართველ დამსვენებლებში.